ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

21:18, 24.10.2025

უვადო თავისუფლები აღკვეთა – ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი გელა უძიალური სასამართლომ შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. დანაშაულს დაკავებულიც აღიარებს, თუმცა გელა უძილაური პროკურატურის ვერსიას შეკვეთით მკვლელობასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს და მოტივად ჯანგველაძესთან წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს ასახელებს. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. დაკავებულის ვერსია არადამაჯერებელია ბრალდებისთვის. მთავარი საგამოძიებო უწყება თბილისის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შემკვეთებად ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ასახელებს. ოფიციალური ვერსიით, ბიზნეს-დავა მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან სწორედ ძმები მიქაძეებს ჰქონდათ. შეკვეთილი მკვლელობა კი გიორგი ჯოხაძის დახმარებით დაგეგმეს. საქმეში ფიგურირებს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც. მკვლელობის შემკვეთების საქმეზე სასამართლო პროცესი ნოემბერშია ჩანიშნული.

მსგავსი