ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმები მიქაძეებიდან, როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება. ადვოკატები განაჩენს უსამართლოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ.