ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მათ შორის, ამავე საქმეზე დაკავებული მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც ბრალად ედება მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა. პროკურატურის თქმით, სწორედ ბაღდავაძის მეშვეობით ცდილობდა „ქილერი“ გელა უძილაური გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, შესაძლოა, დღევანდელ პროცესზე ბაღადავაძე არ გამოცხადდეს. უფლებადამცველის თქმით, ის შემდეგ პროცესზე აპირებს სასამართლოს ჩვენება მისცეს. ასევე, დღევანდელ პროცესზე დაიკითხება კიდევ ორი მოწმე. გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე, გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.