ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო გაიმართა. დაიკითხა ჯანგველაძის მეგობარი კონსტანტინე მორგოშია. მისი თქმით, მოკლული ბიზნესმენს უთანხმოება ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან დქ ასევე ძმებ მიქაძეებთან. მისივე ინფორმაციით ჯანგველაძე ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საფრთხეებს გრძნობდა. პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ.