ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე დააკავეს

12:01, 27.01.2026

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ბრალდება ჯერ უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მას საქმის მასალები არ გადასცემია და შესაბამისად, ბრალის ფორმულირება ამ ეტაპზე ცნობილი არაა. ილია ღუდუშაური პოსტს ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.

მსგავსი