ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე დააკავეს

21:07, 27.01.2026

დაკავებულია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. ილია ღუდუშაურს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, 2023 წელს ჩატარებულ ტენდერს ედავებიან. დაკავებული თანამდებობას ზურა აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა. გამოძიების ინტერესის საგანია სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, თვეებით ადრე ჩატარებული ტენდერი, რომელსაც გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილი ჰყავდა, სწორედ ღუდუშაურის გადაწყვეტილებით გაუქმდა – მოტივად ექს-მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ შერჩეული სხვა კომპანია სახელდება. ადვოკატი ახლა საქმის მასალების გადაცემას ელოდება. ილია ღუდუშაურის ძმაც გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. საუბარია ვლადიმერ ღუდუშაურზე, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. ის 2021-23 წლებში სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი