ჯანდაცვის სისტემის რეფორმა 

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებებია მოსალოდნელი.

გეგმაშია ამბულატორიების გადაიარაღება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ექიმების გადამზადება. 2020 წლის პრიორიტეტად სამინისტრო ე. წ. ჭარბი წამლების დანიშვნის პრობლემის მოგვარებას და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას ასახელებს. უწყება წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას და ფასების დარეგულირებასაც აანონსებს, რისთვისაც ფარმაცევტული ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო.