ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები

პანდემიიდან გამომდინარე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადის გაგრძელება 2022 წლის პირველ იანვრამდე იგეგმება. თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.

დოკუმენტის მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე იყო გაგრძელებული. ავტორები განმარტავენ, რომ ვადის გაგრძელებით მთავრობას პარლამენტის მხრიდან შეუნარჩუნდება ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.