მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის – აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ფოთის რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ბათუმში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა. ამ კუთხით გაწეული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური სიგელებითა და სამახსოვრო მედლებით დაჯილდოვდნენ რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წარდგენილ იქნა ფილმიც, რომელშიც მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სერტიფიცირების პროცესია ასახული.