ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და პარტიის მხარდამჭერებმა. მთავარი მოთხოვნა იყო სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექსპერტის, ჯეიმს კობის შეშვება. შეკრებილების თქმით, უწყება ბიუროკრატიულ ბარიერს ხელოვნურად ქმნის, რომ ექიმს ყოფილი პრეზიდენტის ნახვის საშუალება არ მიეცეს. სამინისტროში გიული ალასანია ამერიკელ ადვოკატთან ერთად მივიდა და საბუთები წარადგინა.