ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი იქმნება

ჯანდაცვის სამინისტროში დღეიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილების  ხარვეზებს შეისწავლის. ის დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსური სამსახურების წარმომადგენლებისგან.

ძირითადი საკითხი, რაზედაც მუშაობა მოუწევს აღნიშნულ ჯგუფს, კლინიკებისთვის დაწესებული საერთო ტარიფებია.

შეგახსნებთ, რომ საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულ საავადმყოფოებზე, კონკრეტულად, კარდიოლოგიურ და რეანიმაციულ მომსახურებაზე.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გუშინ პრემიერს შეხვნენ, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.