ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების აქცია გრძელდება

საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება. ნაწილი პროტესტს ამ დრომდე სამინისტროს შიგნით განაგრძობს, ნაწილს კი კარვები შენობის  წინ აქვს გაშლილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ისეთი კრიტერიუმები აქვს შემუშავებული, რომელთა დაკმაყოფილებასაც ისინი ვერ ახერხებენ.

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციას, მათ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებიათ, თუმცა უწყებაში რამდენჯერმე განმარტეს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მიღებაზე უარის მიზეზი რიგ შემთხვევაში არასაკმარისი ქულები იყო. მათივე ინფორმაციით, დევნილებს დამატებით განაცხადების შეტანა 15 ოქტომბრიდან ისევ შეუძლიათ.