ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

რა წესების დაცვაა აუცილებელი სანაპიროებზე, – ზღვის სეზონის დაწყებასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა. იკრძალება შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. რეკომენდაციები გაიცა ტრენინგ-ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების შესახებაც, აუცილებელია პროცესში ჩართული პირების სამედიცინო შემოწმება, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერის განთავსება. ამ დრომდე დაკეტილი რჩება დახურული ატრაქციონები, ღია ტიპის ატრაქციონების შემთხვევაში კი, ჰიგიენის ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა.