ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

გაძლიერებული დაცვა ჯანდაცვის სამინისტროში.

შენობაში უკვე 25-ე დღეა 50-მდე დევნილი ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს და ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა. ადგილზე გაშლილია კარავი სადაც დევნილები შიმშილობენ.  პროტესტის მონაწილეები მოთხვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, სამინისტროში შეჭრილი 50 დევნილი ოჯახიდან მხოლოდ 2 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დანარჩენებმა კი ვერ დააკამყოფილეს კრიტერიუმები. მისივე ინფორმაციით, დევნილთა საკითხების კომისიამ 1375 განაცხადი განიხილა. დევნილ ოჯახებზე გაიცა 686 ბინა. იფორმაციის დაზუსტების მიზნით გადავადდა 273 ბინის გაცემა.