ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, თუ რატომ ვერ დაფინანსდა აქციების დროს დაშავებულ ალექსი თირქიას თვალის ოპერაცია. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთ-ერთი კლინიკის პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით არასწორად გამიგზავნა. გაცხადება კლინიკაში გაკეთდა. შეგახსენებთ, ალექსი თირქია დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციაზე დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის დაზიანება აღენიშნებოდა. ის ერთი კვირის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი, თავზე ჭრილობა დარჩა, ერთ თვალში კი მხედველობის პრობლემა აქვს.