20 ივნისს დაშავებული სამი მოქალაქე რეაბილიტაციისთვის თურქეთსა და ისრაელში გაემგზავრა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ესენი ის პაციენტები არიან, რომლებიც ბოლო დღებში რეგიონული ჰოსპიტალიდან და „ნიუ ჰოსპიტალიდან“ გაწერეს. მათივე ინფორმაციით, თურქეთში მკურნალობის მიზნით უკვე იმყოფება ორი სამართალდამცველი. ორი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას გერმანიაში, ხოლო კიდევ ორი დაშავებული რჩება ისრაელში.
პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს. დაშავებულებიდან ორი პირი მკურნალობას თბილისში განაგრძობს.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ინფორმაციით, ხელისუფლება დაშავებულებისთვის კომპენსაციის საკითხზე მუშაობს.