ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტ „ჰეპა-მერცი“-ს გამხსნელი ხსნარის რეალიზაცია შეაჩერა.

საუბარია კონკრეტულ პარტიაზე, კერძოდ სერიაზე 71-11-21, რომელსაც ვარგისინობის ვადა 2020 წლის ოქტომბრამდე აქვს. მედიკამენტის რეალიზაციისა და იმპორტის შეჩერების გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ  ხსნარის ფერის ცვლილების გამო მიიღო, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.  მიუხედავად იმისა, რომ „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში, სააგენტო მიმართავს ასევე პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი მედიკამენტი.