ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება

12:01, 06.01.2019

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება.

„ტამიფლუს“ მარაგი ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. მანამდე კი, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში სააფთიაქო ქსელებში შექმნილი დეფიციტის გამო პრეპარატი აფთიაქებისთვის მიეწოდებინა.

 

მსგავსი