ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა
საქართველოს მთავრობა დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და „სოფლად სახლის“ პროგრამის პარალელურად განხორციელდება. პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წარსულში საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსთან არ მიუღიათ. ფულადი კომპენსაციის ოდენობა დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხები გაიცემა განაცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. განაცხადების წარდგენა უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი. განაცხადების მიღების დაწყების ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გავრცელდება. პროგრამის განსახორციელებლად მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარი გამოიყოფა და მომავალ წლებშიც გაგრძელდება.