საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადაეცა

ჯანდაცვის სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად, 10 ახალი რეანომობილი გადასცა. განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

სპეცმანქანები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრომქაჩებით, საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

სპეცმანქანების შესყიდვა ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 10 ახალი რეანომობილის ჯამური ღირებულება 1 593 ათასი ლარია.