ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ამოწმებს

პრობლემა, რომელიც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ბოლო განცხადებამ აქტუალური გახადა.

რა ეტაპზეა კლინიკებში შიდა ინფექციების კონტროლი. მას შემდეგ, რაც წინა მინისტრმა საკუთარი მუშაობის შემაჯამებელი გამოსვლა სწორედ ამ თემაზე საუბრით დაასრულა და შიდა ინფექციების გავრცელება სამედიცინო სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, საავადმყოფოებში მონიტორინგის პროცესი გამკაცრდა. უკვე შემოწმებულია 100-ზე მეტი კლინიკა, ჯანდაცვის უწყების მხრიდან მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. არ არის გამორიცხული, რომ გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება ცალკეულ კლინიკებში მხოლოდ სანქციებით არ შემოიფარგლოს და საქმე საქმიანობის დროებით შეჩერებამდე მივიდეს. შიდა ინფექციების არასაკმარისი კონტროლის გარდა მინისტრს საავადმყოფოების მიმართ სხვა სერიოზული პრეტენზიებიც აქვს.