ჯანდაცვის სამინისტრო ელენე ხოშტარიას პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მზად არის, პარლამენტში მივიდეს,- განცხადება ამის შესახებ დავით სერგეენკოს უწყებაში გააკეთეს. სამინისტროში ამბობენ, რომ მინისტრი მზად არის, პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს. მთავარია პროცესი რეგლამენტის შესაბამისად წარიმართოს.

პარლამენტში დავით სერგეენკოს მისვლას საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური პრობლემებია.

ოპოზიციის წარმომადგენელი სოციალური მუშაკების პროტესტს ეხმაურება. დეპუტატი ამბობს, რომ 4 წლის გოგონას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი რიგი სისტემური ხარვეზები გამოავლინა და მათ სასწრაფო მოგვარება სჭირდება.