ჯანდაცვის სამინისტრო აუზებსა და სპორტდარბაზებს ორ დღეში შეამოწმებს - 16 ობიექტი, რომელმაც უწყებას შემოწმების მოთხოვნით მიმართა, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში მუშაობას დაუყოვნებლივ განაახლებს

დილიდან საცურაო აუზებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში მონიტორინგი ტარდება. თუ ობიექტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „კოვიდ-19“-ის ინფექციისგან დასაცავად გაწერილ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, მუშაობის განახლების უფლებას ავტომატურად მიიღებენ. თერმო-სკრინინგის, დეზო-ბარიერის და დისტანცირების გარდა, რეგულაციები წყლის ხარისხის მუდმივ კონტროლსაც გულისხმობს. ობიექტები პერიოდულად გადამოწმდებიან, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, გააძვირებს თუ არა ახალი სტანდარტები მომსახურებას.

დატოვე კომენტარი