ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ტარიფები კლინიკებისთვის

სამედიცინო საზოგადოება საავადმყოფოებისთვის შედგენილ ახალ სატარიფო სქემაზე ვერ თანხმდება.

რეფორმის მოწინააღმდეგეები ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილების შეჩერებას სთხოვენ, რაზეც უწყება უარს აცხადებს. არ არის გამორიცხული, რომ კლინიკების ნაწილმა ტარიფებთან დაკავშირებული ცვლილების გამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი საერთოდ დატოვოს. ახალი სქემით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა საავადმყოფო პაციენტებს სამინისტროს მიერ დადგენილი თანაბარი ტარიფებით მოემსახურება. რეფორმის შედეგად ექიმების ნაწილი თანამშრომლების შემცირებას ვარაუდობს და განმარტავს, რომ ახალი რეგულაცია სამედიცინო სერსვისების ხარისხიზეც უარყოფითად აისახება.