ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს კლუგეს უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს პანდემიის პერიოდში საქართველოს მიერ ჯანდაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები. ასევე, „კოვიდ-19“-ის ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები. სხვადასხვა თემასთან ერთად, პრეზიდენტი შეეხო საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მართვის სირთულეებსა და ამ კუთხით აქტიური მასშტაბური ინიციატივების და საერთაშორისო დახმარების საჭიროებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ იქნა მზადყოფნა, ონკოლოგიური დაავადებების მართვის მხრივ დამატებითი ჩართულობის შესახებ.