ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის შემდეგ აქციზის გადასახადი შესაძლოა ე.წ. გასახვევ თამბაქოზე, იგივე თუთუნზეც გაიზარდოს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია.

ბოლო მძიმე კვლევების ფონზე ორგანიზაციას სწორედ ამ გზით ესახება მწეველთა რაოდენობის შემცირება. ჯერ უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა რჩევას მთავრობა და შეიტანს თუ არა ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. გადაწყვეტილების მიღებამდე თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი.

უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.