ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოხმაურება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის გადაწყვეტილებას ორგანიზაციის დატოვების შესახებ, სამწუხაროს უწოდებს. ჯანმო იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მომავალში ორგანიზაციას დაუბრუნდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელმა წევრმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯანმო-ს მრავალ უდიდეს მიღწევაში, მათ შორის ყვავილის აღმოფხვრასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალი სხვა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. 23 იანვარს აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დასრულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის მიზეზად აშშ-ის ადმინისტრაციამ ორგანიზაციის მხრიდან „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე არასათანადო რეაგირება დაასახელა. მიზეზებად ასევე დასახელდა ორგანიზაციის უუნარობა, გაატაროს საჭირო რეფორმები.