ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, სადაც წითელას ვირუსის გავრცელებაზეა საუბარი, საქართველოც მოხვდა. ანგარიშის თანახმად, 2019 წლის პირველ ორ თვეში ევროპაში წითელას 34 000 შემთხვევა დაფიქსირდა. მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადების 13 ფატალური შემთხვევა ალბანეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაფიქსირდა. როგორც ორგანიზაცია იუწყება, ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება უკრაინაშია, სადაც 2019 წლის პირველ ორ თვეში წითელათი დაინფიცირებულების რაოდენობამ 25 ათასს მიაღწია. რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველ ორ თვეში ვირუსული დაავადების 2 203 შემთხვევა დაფიქსირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპის ათი ქვეყანა: საქართველო, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი და უკრაინა წითელას დაავადების მხრივ კვლავ ენდემურ ქვეყნებად რჩებიან.

დატოვე კომენტარი