ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმი“ დაამტკიცა

ჩინური „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღიარებულია.

საათნახევრის წინ გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცდა. გახანგრძლივებული პროცესის შემდეგ „სინოფარმმა“ ჯანმო-ს ავტორიზაცია მიიღო. პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ წარმოებული პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში მკვდარი ვირუსის შეყვანას გულისხმობს, დღეიდან „კოვაქსის“ პროგრამაშიც ჩაერთვება. ამ ვაქცინით საქართველოში აცრა მეოთხე დღეა დაწყებულია და მიმართვიანობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, საკმაოდ მაღალია.

ბოლო მონაცემებით „სინოფარმით“ უკვე 4 000-მდე ადამიანი აიცრა.