ჯანდაცვის მსოფლიო დღე

5 აპრილს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“  წარმომადგენელს საქართველოში საოჯახო მედიცინის ცენტრში უმასპინძლა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები გააცნო. უწყების წარმომადგენლის თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება  სამინისტროს პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.