ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან
ჯანდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობებს.
ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს მოიცავს.
პროგრამა 2022 წლის ივნისში დაიწყო და 2028 წლამდე გაგრძელდება.