ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს ელჩთან

ეკატერინე ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხით „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს არსებული ეპიდვითარება. აშშ-ს ელჩმა შეაფასა საქართველოში ინფექციის მართვის კუთხით და ასევე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები.