ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას აკრიტიკებს „ევროპული საქართველო“

ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას აკრიტიკებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებაში აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა.

ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკა დაიმსახურა მინისტრის კიდევ ერთმა მოსაზრებამ, რომელიც ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის შესაძლო დარეგულირებას ეხება.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მოგების მარჟის შემცირება გამოიწვევს მედიკამენტების დეფიციტს. მისი თქმით, წამლების გაზრდილი ფასების ფონზე, მოსახლეობისთვის შეღავათი იქნება, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტის კომპონენტი დაემატება.