ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის წესში ცვლილებები შედის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სოციალური დახმარების მისაღები ქულების დაანგარიშება, თვლად პარამეტრებს ეფუძნება და მასში სუბიექტური შეფასება მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ცდომილება მაინც არსებობს, რის შედეგადაც რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა ფულადი დახმარება არასწორად მოეხსნას ან დაენიშნოს. ამის გათვალისწინებით, როგორც მინისტრი აცხადებს,  შესაძლებელია გარკვეული სეგმენტისთვის საარსებო შემწეობის მოხსნისა და დანიშვნის საკითხი მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა გახდეს.