ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში

18:14, 29.04.2026

დღეს საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა. საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სარჯველაძის გამოსვლას, გახარიას გუნდის მხრიდან, კრიტიკული შეფასებები და მწვავე დაპირისპირებაც მოყვა. კანონმდებლების კითხვები შეეხებოდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ასევე ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას, შშმ პირთა ხელშეწყობას და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოთხოვნის საფუძველზე წარდგა.

მსგავსი