ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას არ გეგმავს იქამდე, სანამ უწყებას შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებები არ ექნება. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, რაც – არასწორია. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტის ინტერესზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.