ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. მისი თქმით, საუკეთესო მეთოდი, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს, არის პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობაში სოციალური დისტანცირების გაზრდა. არ არის გამორიცხული, ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების ქცევას აკვირდება და ამის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ზომების შესახებ.