ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სხვადასხვა სოციალური პროგრამით მოსარგებლეების მომსახურებაში პრობლემები არ შეიქმნება.

დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული და უწყება არის იმის გარანტი, რომ პროგრამების არცერთი ნაწილი არ შეწყდება.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, მინისტრის თქმით, გაფიცულების მიერ წამოყენებული მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი უკვე შესრულების პროცესშია, ნაწილს კი დრო სჭირდება.