ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
სახელმწიფო სრული სერიოზულობით უდგება ნარკომანიასთან დაკავშირებულის თითოეული პრობლემის მოწესრიგებას, ამიტომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან სერვისის მიწოდებას, კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები ვეღარ შეძლებენ და ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სრულად სახელმწიფოს შესაბამისი ცენტრები აიღებენ – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბენეფიციარები, რომლებიც ამ დრომდე სერვისს კერძო ჩანაცვლებით თერაპიის პუნქტების მეშვეობით ღებულობდნენ, მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან ამ სერვისით სარგებლობას უკვე სახელმწიფოს ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებში გააგრძელებენ. მისივე განმარტებით, შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც 4-დან აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრაცია განხორციელდება. ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა, ელექტრონულად ან უშუალოდ ადგილზე მისვლის გზით გააკეთონ განაცხადი. მინისტრის განმარტებით, მოხდება თითოეული ადამიანის მონაცემის შემოწმება, დაიგეგმება მკურნალობის კურსი და სწორედ ამ მეთოდით განხორციელდება სერვისის შეუფერხებლად მიწოდება. დაგვიანებით განაცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უწყება ინდივიდუალურად შეაფასებს პაციენტს და შესაბამისად, ამ გზით დაიგეგმება მკურნალობის კურსი.