ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრი დღეს ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელთან, თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. თუმცა, თავად ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მენეჯმენტი შეიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ცვლილებები პანდემიის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებს უკავშირდება. მისი თქმით, შემოწმება სხვადასხვა მიმართულებით სხვა კლინიკებშიც ტარდება.