ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა ნიუ იორკში
ნიუ იორკში, სეფსისის და არაინფექციური დაავადებების საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში ჩატარდა და მისი თემა იყო სეფსისსა და არაინფექციურ დაავადებებს შორის არსებული კავშირი. ღონისძიება სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა გახსნა. აღინიშნა, რომ სეფსისი ხშირად ვითარდება არაინფექციური დაავადებების გართულებებით და მნიშვნელოვანია, ეს ფაქტორი გათვალისწინებული იყოს ეროვნულ სტრატეგიებში. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე არაგადამდები დაავადებების მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაზრდილია ქრონიკულ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.