ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა, რომელთა მიზანიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდაა. მინისტრმა გამოსვლისას ისაუბრა ოჯახის ექიმებისა და ექთნების გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმაზე, ციფრულ ინოვაციებსა და სხვა საკითხებზე.