ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი

დევნილებისთვის ბინების შესაძენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობები მინისტრმა მენაშენეებს გააცნო. კონკურსი ერთ და ოროთახიან ფართებზე გამოცხადდა, რომელსაც სამინისტრო თბილისსა და გორში მცხოვრები დევნილებისთვის გამოიყენებს. სამინისტრო თბილისში 700 და გორში 40 -მდე მშენებარე ბინას შეისყიდის.

დატოვე კომენტარი