ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი

ჯანდაცვის მინისტრმა 2024 წელს განხორციელებული პროგრამები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, გასული წელი წარმატებული იყო ჯანდაცვის სექტორისთვის და არაერთი ამბიციური გეგმა შესრულდა, რაზეც მისი განმარტებით, ბიუჯეტის სრულად ათვისებაც მეტყველებს. კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება, მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები, დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მედიკოსების უწყვეტი გადამზადება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც წლის შეჯამებისას მინისტრმა ისაუბრა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2025 წლის ბიუჯეტი 8 მლნ. 700 ათასს გადააჭარბებს, ასევე სარჯველაძის თქმით, 185 მლნ ლარით გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, ზრდა იგეგმება ჯანდაცვის ყველა სხვა მიმართულებითაც.