ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტში ანგარიშით გამოდის

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საპარლამენტო კომიტეტში ანგარიშით გამოდის. მან 2017 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და წელს დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, 2018 წლის პრიორიტეტებს შორის არის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პაციენტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ავადმყოფობის ისტორიების ელექტრონული მონაცემების შექმნა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან მოხსნის პროცესში ცდომილების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა, დღეს ის მაინც რჩება 0,1%-ის დონეზე.

ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ეს ფუნქცია საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტებმაც უნდა აიღონ. დავით სერგეენკომ შრომის ეფექტური ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მინისტრის გამოსვლას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებიც ესწრებიან. მათი და ოპოზიციის შეკითხვებს დავით სერგეენკო ამ წუთებში პასუხობს.