ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში
ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.