ჯანდაცვის მინისტრი კონსილიუმის წევრებს შეხვდა

21:24, 18.11.2021

ჯანდაცვის სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ეკატერინე ტიკარაძე ორივე კონსილიუმის წევრებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებთან შეხვედრა თავად მოითხოვა. კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროდან მას დღის პირველის ნახევარში დაუკავშირდნენ და უწყებაში მისვლა სთხოვეს.

მსგავსი