ჯანდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები და ის საქმიანობა განიხილეს, რასაც სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერით წლებია ახორციელებს.

ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა დევნილებისთვის განკუთვნილ რეფორმებზე, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

შეხვედრაზე გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ მინისტრის სამუშაო გამოცდილება გერმანიაში ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებსა და გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.