ჯანდაცვის მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე
ანტალიამ გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასა და მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, გამართა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან. სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება – კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგზე, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობაზე გაამახვილა.