ჯანდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის დაგეგმილი აქტივობები განიხილეს ჯანდაცვის მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა. შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი წარმატებით განხორციელდება.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი